უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უკრაინის "დემილიტარიზაციის" ამოცანა რუსეთმა, დიდწილად შეასრულა.

"შემდეგ ეპიზოდებში: ფაქტობრივად, ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგი უკრაინაში, რასაც არავის ვეუბნებით, დაგვეხმარა შეცდომების გამოსწორებასა და რუსეთის გაძლიერებაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე". – წერს კულება Facebook-ზე.

კულება აღნიშნავს, რომ უკრაინა მართალია, როდესაც პარტნიორებს ეუბნება, რომ პუტინს შეუძლია რუსებს აუხსნას ყირიმის და მთლიანად უკრაინის დაკარგვის შესახებ.

"მთავარია პარტნიორებისათვის - არ შეეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა. თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია. ჩვენ კი ყოველდღიურად ვმუშაობთ ახალ იარაღზე უკრაინის თავდაცვის ძალების, მსოფლიოს კოალიციის გაძლიერებისთვის, მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერისთვის და უკრაინის აღდგენისთვის. ეს ყველაფერი იქნება", - აღნიშნა კულებამ.