კიევს აქვს მტკიცებულება, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

კულებამ განაცხადა, რომ კიევმა მოიპოვა ფოტომტკიცებულებები, რომ რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუმინეთის ტერიტორიაზე დარტყმები მიიტანეს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშის დროს.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ იზმაილის პორტის რაიონში რუსეთის მასირებული შეტევის დროს რუსული „შაჰედები“ ჩავარდა და აფეთქდა რუმინეთის ტერიტორიაზე.

თუმცა მოგვიანებით რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადებები უარყო.