ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კვლავ ეხმიანება "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხაზს უსვამს პროექტის ანტიევროპულ სულისკვეთებას.

"ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ისეთ ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც მიზანმიმართულად იღებს კრემლის ჰიბრიდული დღის წესრიგის ანტიევროპულ, უცხოური აგენტების კანონს", - წერს ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპარლამენტარი X-ზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ, პროტესტის ფონზე, "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.