ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფები უარყოფითად იმოქმედებს მთელ მსოფლიოზე. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კრისტინ ლაგარდის თქმით, ზარალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ხისტი და რა ვადით იქნება დაწესებული ტარიფები.
"ეს უარყოფითად აისახება მთელ მსოფლიოში, ინტენსივობაც და ხანგრძლივობაც დამოკიდებული იქნება მასშტაბებზე, პროდუქციაზე, რომლის მიმართაც ამოქმედდება ტარიფები, რამდენ ხანს იქნება ეს ტარიფები ძალაში და იქნება თუ არა მოლაპარაკებები", – განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხშირად ტარიფები ზიანის მომტანია იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც მათ აწესებენ.