რუსეთმა აშშ-ის ორი დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, როგორც ჩანს, გერმანიაში, ტირგატენის პარკში, ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული რუსი ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა გადაცემა ნაკლებსავარაუდოა - წერს ამერიკულ მაუწყებელ CNN ზე დაყრდნობით გერმანული tagesschau.
ამერიკული ტელეკომპანია CNN მოლაპარაკებების დეტალებზე მცოდენ პირებეზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა თხოვნა შეერთებულ შტატებს ამ თვის დასაწყისში არაოფიციალური სადაზვერვო არხებით გაუგზავნა. CNN-ის ცნობით, იმის გამო, რომ მკველობაში ბრალდებული 56 წლის რუსეთის მოქალაქე სასჯელს გერმანიის ციხეში იხდის, მოთხოვნა პრობლემურია. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა ითხოვს შეერთებულ შტატებში პატიმრობაში მყოფი რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა რუსი ოფიციალური პირების გაცვლასთან დაკავშირებული ქმედებები, თუმცა მან კატეგორიულად უარყო, რომ აშშ განიხილავს მოთხოვნას ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის გათავისუფლების შესახებ. მესამე ქვეყანის ციხეში მყოფი მკვლელის სანაცვლოდ რუსეთში პატიმრობაში კალათბურთელ ბრიტნი გრინერის და ყოფილ ჯარისკაც პოლ უელანის გათავისუფლება არის არასერიოზული კონტრშეთავაზება და განიხილება როგორც ძალიან სერიოზული შეთავაზებისა და აშშ-ს წინადადებისგან ბოროტგანზრახულად თავის არიდების მცდელობა, - განაცხადა კირბიმ. CNN აღნიშნავს, რომ ახლახან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. აშშ-ის მთავრობას ჯერ არ გაუვრცელებია რაიმე დეტალი შეთავაზების ხასიათის შესახებ და არ დაუდასტურებია, რომ ეს იქნება პატიმრების გაცვლა. თუმცა აშშ-ის გეგმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა, არ გამორიცხავს აშშ-ში პატიმრობაში მყოფი იარაღით მოვაჭრე ბუტის გაცვლას. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში ბერლინის სააპელაციო სასამართლომ, 2019 წლის აგვისტოში ტიგრატენში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, 56 წლის რუს ვადიმ სოკოლოვს სამუდამო პასტიმრობა მიუსაჯა. გიორგი ლორთქიფანიძე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ბერლინში მიმდინარე პროცესზე მოწმედ დაიკითხა მოსამართლეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების სახელით მოქმედებდა, რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო. ამ საქმეს რამდენიმე დიპლომატის გერმანიიდან რუსეთში, შემდეგ, საპასუხოდ კი, რუსეთიდან გერმანიაში გაძევება მოჰყვა.