კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვალ, 18 მარტს ტელეფონით ისაუბრებენ. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება, პესკოვმა უარი თქვა იმ საკითხის დასახელებაზე, რომელსაც ორი ლიდერი სატელეფონო ზარისას განიხილავს.

"ჩვენ არასდროს გვინდა, გავუსწროთ მოვლენებს. ორ პრეზიდენტს შორის საუბრების შინაარსი წინასწარი განხილვის თემა არ არის". - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 18 მარტს, ტელეფონით ილაპარაკებდა.