მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 68% დაიმსახურა და ლატვიასთან და მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა.
ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.
საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WJP+ROL+2Absence of Corruption (WJP Rule of Law Index) |