კონგრესმენმა ენდი ოგლსმა წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითხოვს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ კონგრესში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტენესის შტატიდან ენდი ოგლსმა კონგრესში წარადგინა რეზოლუცია, რომლის მიღების შემთხვევაშიც ტრამპს უფლება ექნება მესამე ვადით დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი.
ენდი ოგლსის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით „არც ერთი პირი არ უნდა აირჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე სამზე მეტჯერ და არ უნდა აირჩეს რაიმე დამატებით ვადით ზედიზედ ორი ვადით არჩევის შემდეგ და არც ერთი პირი, რომელსაც ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა ან იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმ ვადაში, რომელშიც სხვა პირი აირჩიეს პრეზიდენტად, არ აირჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე ორზე მეტჯერ"