კორეულმა კომპანია LG-იმ, ბარსელონაში, მსოფლიო მობილური კონგრესის ფარგლებში ახალი ჭკვიანი ტელეფონი G6 წარადგინა.
ახალი მოდელის პრეზენტაციისას, კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება განსაკუთრებით ჭკვიანი ტელეფონის ფოტოკამერაზე გაამახვილეს. LG G6 ფოტომგრძნობიარე ელემენტების იდენტური, 13-პიქსელიანი ორი ვიდეოთვალითაა აღჭურვილი, რომელიც მოწყობილობის უკანა მხარეს მდებარეობს. განსხვავება მხოლოდ ობიექტივის ზომებშია. ერთ-ერთი მათგანი ფართოკუთხიანია (125 გრადუსი), ხოლო მეორე - სტანდარტულია (71 გრადუსი).
ჭკვიანი ტელეფონის წინა მხარეს მოთავსებულ ფოტოკამერასაც ფართოკუთხიანი ობიექტივი (100 გრადუსი) აქვს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კამერების მეშვეობით მომხმარებლები უნიკალური პანორამული და ჯგუფური ფოტოების გადაღებას შეძლებენ.
LG G6-ის კორპუსის ძირითადი ნაწილი მეტალისგანაა დამზადებული. ახალი ჭკვიანი ტელეფონი მომხმარებლებისთვის სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი - ვერცხლისფერი, თეთრი და შავი. ჭკვიანი ტელეფონის გაყიდვაში გაშვების თარიღისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.