კომპანია Apple 2018 წლის პირველ კვარტალში iPhone X-ის წარმოებას დაახლეობით 40 მილიონიდან 20 მილიონამდე შეამცირებს. აღნიშნულის შესახებ Nikkei წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემცირების მიზეზი, ახალი წლის პერიოდში ევროპის, ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზე iPhone X-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებელია. გამოცემის ვერსიით, მყიდველების დაბალი ინტერესი შესაძლოა მობილური მოწყობილობის მაღალ ფასშია (999 აშშ დოლარი).

iPhone X-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებლის გამო, Apple-მა შესაძლოა გადადოს OLED-დისფლეისთან და ჭკვიანი ტელეფონების სხვა მოდელებთან დაკავშირებული გეგმები.

როგორც Nikkei იუწყება, წარმოების შემცირებამ შესაძლოა კომპანიაში მრავალმილიარდიანი ზარალი გამოიწვიოს.