კომოს ტბასთან მდებარე იტალიურ სოფელ ვარენაში, მასობრივ ტურიზმთან საბრძოლველად, ახალი მკაცრი წესები ამოქმედდა. ნებისმიერი პირი, რომელიც ქუჩაში მოშიშვლებული მკერდით ან საცურაო კოსტიუმით გაივლის, 200 ევრომდე დაჯარიმდება. ამ ფორმით გადაადგილება მხოლოდ პლაჟებსა და ნავსადგომებზეა დაშვებული.
გარდა ამისა, შეიზღუდა ტურისტული ჯგუფების ზომაც - ის 25 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, გიდებს კი ხმის გამაძლიერებლების გამოყენება აეკრძალათ. ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმა 400 ევროს აღწევს.
ადგილობრივების თქმით, ეს გადაწყვეტილება ქუჩებში წესრიგისა და ვიზიტორთა მხრიდან შესაფერისი ქცევის უზრუნველყოფას ემსახურება.












