კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის ინიციატივას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძვრის შესახებ.
„კოლუმბიის რესპუბლიკა თავის წვლილს შეიტანს ალჟირის რესპუბლიკის მოწოდებაში აღიძრას საქმე ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბავშვებისა და მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტისთვის და ომის დანაშაულების ჩადენისთვის“, - წერს გუსტავო პეტრო.
პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ალვარო ლეივა ხვალ შეხვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორს კარიმ ხანს.
La República de Colombia va a coadyuvar la denuncia de la Republica de Argelia interpuesta ante la Corte Penal Internacional por crímenes de guerra contra el señor Benjamín Netanyahu ante la masacre de niños y civiles del pueblo palestino que ha producido.
— Gustavo Petro (@petrogustavo) November 9, 2023
El canciller de…