უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი ვარაუდობს, რომ 2025 წლის ბოლომდე ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მიაღწევენ. ამის შესახებ ბუდანოვმა ჟურნალისტ ეინულა ფატულაევისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ? ვფიქრობ, რომ დიახ... ეს პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად საპირისპიროა - იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია - ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ამ წელს ჩვენ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება... მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. არსებობს კომპონენტთა უმრავლესობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს." - თქვა ბუდანოვმა ინტერვიუში. 

ამას გარდა უცხოელი მშვიდობისმყოფელების ჩაყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ბუდანოვმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს უსაფრთხოების გარანტია ვერ გახდება, რადგან, მისივე აზრით, არ არსებობს ქვეყანაში არცერთი ქვეყანა, სადაც მშვიდობისმყოფელების შესვლას უმოქმედია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს არ შეწყვეტს.

"რაღაც კარდინალურად ახალსა და მასშტაბურს ვერც რუსები, უკვე ვერც ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ. ყველაფერი უკვე შემუშავებულია. დიახ, მცდელობები იქნება. მაგრამ არაფერია საშიში - ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება უკუქმედება". - თქვა ბუდანოვმა.