აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსების 96% უკვე დახარჯულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განუცხადა.
"თუ ავიღებთ მთელ ფინანსებს, 60 მილიარდ დოლარზე მეტს, რაც აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოუყო, დაახლოებით 96% უკვე დახარჯულია. საუბარია არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე“ - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო დახმარებას, აშშ-მა უკვე დახარჯა გამოყოფილი თანხის 90%-ზე მეტი.
„კიევისთვის გამოყოფილი დახმარებიდან პენტაგონს ახლა მხოლოდ 1,1 მილიარდი დოლარი დარჩა“, - აღნიშნა კირბიმ.