ბრიტანეთი ირანზე თავდასხმაში არ ჩაერთვება, კატარში გავაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგზავნით დამატებით ოთხ „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს ესკადრილიას კატარში და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა სტარმერმა.

სტარმერს ასევე ჰკითხეს ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.

საპასუხოდ სტარმერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპზე დამოკიდებულია აშშ-ისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მასზე – ბრიტანეთისთვის სწორი გადაწყვეტილების.

„არაფერი საკამათო ამაში არ არის“, – აღნიშნა სტარმერმა.