ჩვენ მთავრობას არ სჯერა ციდან რეჟიმის ცვლილების.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა​ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისტორიის გაკვეთილებმა გვასწავლა, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, არსებობდეს კანონიერი საფუძველი გაერთიანებული სამეფოს მოქმედებისთვის.

ეს ერაყიდან ერთ-ერთი გაკვეთილია და უნდა არსებობდეს სიცოცხლისუნარიანი გეგმა დეტალურად გაწერილი მიზნის გეგმით, რომელიც მიღწევადია. ეს არის ის პრინციპი, რომელიც მე გამოვიყენე გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა სტარმერმა.