დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამაყობს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მრავალფეროვნებით.
სტარმერის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის პარლამენტში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების რაოდენობა რეკორდულად მაღალია, ქვეყნის პროგრესულობისა და ინკლუზიურობის ნიშანია.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტი უნდა ასახავდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ემსახურება. მისი თქმით, ეს მიღწევა მნიშვნელოვანია თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე.
სტარმერის განცხადებით, განსხვავებული გამოცდილების მქონე დეპუტატები პოლიტიკურ პროცესებს უფრო ეფექტიანს და სამართლიანს ხდიან.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ბრიტანეთი რჩება ღია და ტოლერანტულ სახელმწიფოდ.




