კიევში 31 ივლისის ღამეს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. კიდევ 159 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა ოლექსანდრ ხორუნჯიმ განაცხადა.

"ღამისა და დილის განმავლობაში მაშველებმა სვიატოშინის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 10 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 2 წლის ბავშვი," - თქვა მან.

შეგახსებევთ, დაღუპულთა შორის კიდევ 2 ბავშვია - 6 წლის და 17 წლის.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

31 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.