უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან წინასწარ შეთანხმდება იმაზე, თუ როგორ დაიფარება ქვეყნის ფინანსური საჭიროებები 2027 წელს, მათ შორის, თავდაცვის არასაბიუჯეტო ხარჯები. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა. მისი შეფასებით, 2027 წლისთვის უკრაინის დაუფარავი საჭიროებები 70 მილიარდ ევროს შეადგენს.

დაფინანსებაზე კორეცკიმ საუბარი დაიწყო იმაზე პასუხად, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაგეგმილმა არჩევნებმა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ კიევი ხედავს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ რისკებს და სურს მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და დაფინანსების საგზაო რუკა მანამ, სანამ ამ ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

კორეცკის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მომავალ ზამთარს ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით უკრაინას დანებებას აიძულებს. უკრაინის კიდევ ერთ მოწყვლად მხარედ პრემიერმა სახსრების მზარდი დეფიციტი დაასახელა. ევროკავშირის პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას საშუალებას მისცემს, კვლავაც დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.