ევროკავშირს უფრო სწრაფად უნდა ეპასუხა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე. ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რეგიონში გრძელვადიანი ცვლილებების მისაღწევად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა.

„რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციის სისწრაფეს, კოლეგებთანაც გამოვთქვი შენიშვნები ამ საკითხზე. ჩვენ ძალიან ნელები ვართ, ჩვენი ყველა პოზიციისა და განცხადების შეთანხმებას ზედმეტად დიდი დრო სჭირდება. ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ უფრო სწრაფად შეგვეძლო რეაგირება.

ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რეგიონში გრძელვადიანი ცვლილებების მისაღწევად, ჩვენი შეფასებითა და რწმენით, ეს შეგვიძლია, გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლის მაქსიმალური დაცვით“, – აღნიშნა მან.