პრეზიდენტი კვლავ განიხილავს შეერთებული შტატების ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის საკითხს. დღეს შუადღისას იგი ამ საკითხს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განიხილავს, - განაცხადა ლივიტმა

შეერთებული შტატების ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრებოდა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი აზრით, მან ვერ შეძლო შეერთებული შტატებისთვის ირანში დახმარების გაწევა როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს ირანზე თავდასხმები. მან მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს, დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ლივიტის თქმით, პრეზიდენტი შესაძლოა სიტყვით გამოვიდეს რუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აღმოსავლეთის დროით 15:30 საათზე ოვალურ კაბინეტში გაიმართება.

თეთრი სახლი თვლის, რომ ნატომ ზურგი აქცია შეერთებულ შტატებს. კეროლაინ ლივიტმა გააზიარა დონალდ ტრამპის გზავნილი ნატოს შესახებ, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ალიანსი „გამოიცადა და ჩაიჭრა“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნატომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს. სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებს მათ თავდაცვას“ - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს.

ლივიტმა დასძინა, რომ ტრამპი მოუთმენლად ელის „გულახდილ და პატიოსან საუბარს“ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.