კატარმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, კატარში ვიზიტის დროს მოეწერა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის "შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ სფეროებში, ერთობლივი პროექტების განვითარებას, თავდაცვით ინვესტიციებს, რაკეტებისა და უპილოტო საჰაერო სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილებების გაზიარებას".