კანადამ უკრაინაში პირველი Leopard 2-ის ტანკი გაგზავნა. შესაბამის ინფორმაციას, ფოტოებთან ერთად ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი აქვეყნებს.
"დღეს, კანადის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჰალიფაქსის ავიაბაზიდან აფრინდა, რომელსაც პირველი Leopard 2-ის ტანკი გადააქვს, რომელსაც კანადა უკრაინას უგზავნის. კანადა დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ ომის მოსაგებად სჭირდებათ." - დაწერა მან.
მან აღნიშნა, რომ ოტავა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამარჯვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას.
კანადამ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინას ოთხი Leopard 2 გადასცეს.