კანადამ წითელას ელიმინაციის სტატუსი დაკარგა. ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში აღრიცხულია წითელას ხუთი ათასზე მეტი შემთხვევაში ქვეყნის ცხრა პროვინციაში და ჩრდილოეთის ერთ ტერიტორიაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ გავრცელება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა, დაავადების აფეთქება 12 თვეზე მეტია, შენარჩუნებულია ძირითადად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე თემებში. პანამერიკულმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეატყობინა კანადის ჯანდაცვის სააგენტოს, რომ კანადას ჩამოერთვა წითელას ელიმინაციის სტატუსი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებამ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა, ვაქცინებით პრევენცირებადი დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს მოსახლეობაში, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ვაქცინების მიმართ სულ უფრო სკეპტიკურად და უნდობლობით არის განწყობილი. კანადამ წითელას ელიმინაციის სტატუსი დაახლოებით 30 წლის წინ მოიპოვა.
თარგმანი: პირველი არხი








