ამის შესახებ ინფორმაციას კანადის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის  საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ახლახან გამოაცხადა Channel X-ის ეთერში, რომ კანადამ აღიარა პალესტინა, როგორც სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ კანადა გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინის სახელმწიფო..

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ ავსტრალია აღიარებს „პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ და დიდი ხნის მისწრაფებებს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის მიმართ“.

რამდენიმე წუთის წინ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა კიმ სტარმერმა თავის 6,21-წუთიან ვიდეოში ასევე განაცხადა დიდი ბრიტანეთს მიერ პალესტინას სახელმწიფოს. აღიარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პალესტინის დამოუკიდებლობა 12 ქვეყანამ ცნო და დღეს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 150 ქვეყანა აღიარებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში მათ საფრანგეთი, პორტუგალია და ლუქსემბურგი შეუერთდებიან.

გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან იმ 43 ქვეყანას შორის, რომლების არ ცნობენ პალესტინას, არიან აშშ, მექსიკა, ახალი ზელანდია, იაპონია, კორეა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტიდან. აგრეთვე არ ცნობს პალესტინას საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა