ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ამერიკელები რუსებისა და უკრაინელების შეხვედრებს ორგანიზებას უწევენ, მაგრამ საბოლოოდ ასევე აშკარაა, რომ ჩვენ რუსული მხარისგან არანაირ დათმობაზე წასვლა არ გვინახავს. ჩვენ მხოლოდ ის ვნახეთ, თუ რის დასათმობად არის უკრაინა მზად ამ ომის დასამთავრებლად, მაგრამ უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, მაშინ იცით, რომ რუსეთი არის პრობლემა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია თავის მეზობლებს ესხმის თავს. ამიტომ, იმისთვის, რომ ომი დამთავრდეს და არ მოხდეს ომის გაფართოება, დათმობები რუსულ მხარეს უნდა იყოს", - განაცხადა კაია კალასმა.