ევროკავშირმა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალისთვის პირველი 10 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა.
"დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში შეტანილი როლისთვის. ამ ომზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელმძღვანელობაა და ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. დაუსჯელობა არ შეიძლება", - აღნიშნა კალასმა.
Today, the EU provided the first €10 million for a new Special Tribunal to prosecute Russian leaders for their role in Moscow’s war against Ukraine.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 22, 2026
Russia’s leaders are responsible for this war, and they must be held accountable. There can be no impunity.
A pleasure to… pic.twitter.com/Sm8JpF9vdL
ცნობისათვის,სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2025 წლის ივნისში მოეწერა ხელი.







