ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მეზობლების წინააღმდეგ რეგიონის უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს და ჩვენ ამას ვგმობთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. კონტაქტზე ვიყავი ჩვენს პარტნიორებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მეზობლების წინააღმდეგ რეგიონის უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს და ჩვენ ამას ვგმობთ. აუცილებელია, ომი უფრო არ გავრცელდეს. ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – წერს კაია კალასი.