ისრაელის სახმელეთო შეტევა ღაზაში სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.
კალასის განცხადებით, ევროკომისია ხვალ წარადგენს ზომებს ისრაელზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.
"ისრაელის სახმელეთო შეტევა ღაზაში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. ეს მეტ სიკვდილს, მეტ ნგრევას და მეტ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს გამოიწვევს. ხვალ ევროკომისია წარმოადგენს ზომებს ისრაელის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად, რათა შეცვალონ კურსი. სავაჭრო დათმობების შეჩერება და ექსტრემისტი მინისტრებისთვის სანქციების დაწესება ნათელი სიგნალი იქნება იმისა,რომ ევროკავშირი მოითხოვს ამ ომის დასრულებას", – წერს კალასი.
Israel’s ground offensive in Gaza will make an already desperate situation even worse.
— Kaja Kallas (@kajakallas) September 16, 2025
It will mean more death, more destruction & more displacement
Tomorrow, the @EU_commission will present measures to pressure the Israeli government to change course over the war in Gaza (1/2)