რუსეთში განვითარებული სამხედრო კრიზისის ფონზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ესტონეთის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთი აგრძელებს რუსეთზე დაკვირვებას და ინფორმაციის პარტნიორებისთვის გაცვლას: 

"პრიგოჟინი გაჩერდა, მაგრამ არსებული სიტუაცია და აქედან მომდინარე გრძელვადიანი შედეგები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამ მიზეზით, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე მიღებული გაძლიერებული ზომები ძალაში დარჩება და ჩვენ არ გვსურს, რომ ესტონელმა ხალხმა რუსეთში იმოგზაუროს,"- განაცხადა კაია კალასმა.

ესტონეთის პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, კვლავაც უკრაინელების გამარჯვებისკენ იქნება მიპყრობილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისკენ, ხოლო ის ესტონელები, რომლებიც ახლა რუსეთში იმყოფებიან, დროებით ესტონეთში დაბრუნდნენ.