ევგენი პრიგოჟინმა თითქმის 46-საათიანი დუმილი დაარღვია. ვაგნერის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ამბოხის მიზანი არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ პროტესტის დემონსტრირება იყო.
პრიგოჟინის თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა თავდაცვის სამინისტროს გეგმებს ვაგნერის დაშლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისინი მოსკოვთან იმიტომ შეჩერდნენ, რომ გარემოს დაზვერვის შემდეგ მათთვის გასაგები გახდა, რომ შეტაკებას დიდი სისხლის ღვრა მოჰყვებოდა.
პრიგოჟინის თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მხარეს ვაგნერის დონის დანაყოფებს, რომ ემოქმედათ "სპეცოპერაცია" შესაძლოა 24 საათში დამთვარებულიყო.
პრიგოჟინი აღიარებს ვაგნერის მიერ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო აპარატების ჩამოგდებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ხმელეთზე მათ არცერთი რუსი სამხედრო არ მოუკლავთ. მისი თქმით, მათი მარშის დროს ადგილობრივები მათ გამამხნევებელი შეძახილებით და მხარდაჭერით ხვდებოდნენ.