ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელზედაც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ, ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშკარად ფიქსირდება საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა
„საქართველოში აშკარად დემოკრატის მიმართულებით უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა - ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.