მთელი გულით ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი.

"მოლდოველებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი გადაწყვეტილება აშენონ ევროპული მომავალი, მიუხედავად ჰიბრიდული მცდელობებისა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას", - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.