ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ-სტრიტ ჟურნალი" აქვეყნებს.
ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი მის მიერ შექმნილი საფონდო იმპერიის კონტროლს თავის 37 წლის ვაჟს, ალექსანდრს გადასცემს. სოროს-უმცროსის 25-მილიარდ დოლარიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია გააგრძელებს ბრძოლას მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებისთვის, ასევე გენდერული თანასწორობისა და აბორტის უფლებისთვის, - წერს „უოლ-სტრიტ ჟურნალი".
გამოცემა ალექსანდრ სოროსს ახასიათებს, როგორც "მემარცხენე-ცენტრისტულ მოაზროვნეს". ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამერიკელ მემარცხენე პოლიტიკოსებს დაუჭერს მხარს.
გარდა ამისა, ალექსანდრ სოროსმა მიანიშნა, რომ შეშფოთებულია დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად კვლავ არჩევის პერსპექტივით. მისი პოლიტიკური პოზიცია გულისხმობს სოროსის ფონდების მნიშვნელოვან ფინანსურ როლს აშშ-ს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, - აღნიშნავს „უოლ-სტრიტ ჟურნალი".
მაისში ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა დაწერა, რომ სოროს ცივილიზაციის სტრუქტურის განადგურება სურს და იგი მას მოაგონებს მაგნეტოს - ებრაელ ბოროტმოქმედს სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებიდან „იქს-ადამიანები".