თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ „ჰამასს" სურს, ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალოს".
„ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება, ეწოდოს.
„ისრაელი ცდილობს თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას“, - აღნიშნა კირბიმ.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 13 300–მდეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".