აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მეორედ გაპრეზიდენტების მილოცვას ეხმიანება.
"ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანული რეჟიმის პაიკია და მალე თავს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში აღმოაჩენს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე იყო!" - წერს ჯო უილსონი სოცქსელ X-ზე.
Ivanishvili’s illegitimate puppet PM is no friend of President @realDonaldTrump. He is a pawn of the CCP and the Iranian regime and will soon find himself on the US sanctions list. The legitimate President of Georgia & friend of the USA @Zourabichvili_S was at the inauguration! pic.twitter.com/kBzmquCcWY
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 20, 2025