აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის.

„ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.

ისრაელში მასშტაბური აქცია გაიმართა რაფაში ექვსი მოკლული მძევლის ცხედრის პოვნის შემდეგ.