აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანს აღარ შეუძლია ბირთვული იარაღის წარმოება. ამის შესახებ ვენსმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

"ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის ფლობასთან. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა არსებული აღჭურვილობით, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ," - განაცხადა ვენსმა.

ამავდროულად, CNN აღნიშნავს, რომ ვენსმა თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას, იცის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სად მდებარეობს ირანის გამდიდრებული ურანი.

ვენსმა თქვა, რომ ურანის ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო და დასძინა: "ჩვენი მიზანი ურანის დამარხვა იყო და მე მჯერა, რომ ურანი დამარხულია".