იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ არ დაუშვას რუსეთთან კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვაში გავრცელება.

მელონიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინა ლიბიაში ორ რუსულ გემს დაესხა თავს.

იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯია მელონი განრისხებული იყო ზელენსკისთან საუბრის მოლოდინში, რადგან უკრაინამ არ აცნობა თავის მოკავშირეებს ლიბიის მახლობლად რუსულ გემებზე თავდასხმის შესახებ.

წყაროების ცნობით, მელონიმ ზელენსკის უთხრა, რომ „ეს ძალიან მობეზრდა“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, ჯორჯია მელონიმ გამოთქვა ოფიციალური რომის შეშფოთება თავდასხმების გამო და უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ კიევის ძალებმა „დაარღვიეს ლიბიის სუვერენიტეტი“ და ოპერაცია „კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვაში გავრცელების რისკის ქვეშ აყენებს“.

ლიდერების ორმხრივი საუბრისას მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა „არ შეიძლება, გამოიხატოს იმ ინიციატივების მიღებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის იტალიისა და რეგიონის უსაფრთხოებას“.

23 ნოემბერს უკრაინის იერიშმა  დააზიანა და ჩაძირა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო გემი „მერკური“, რომლის ღირებულება, დაახლოებით 196 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინამ ასევე დაარტყა რუსული იარაღის გადამზიდავ გემ MV ANGARA-ს.