იტალიაში, ნეაპოლიდან სამხრეთ-დასავლეთის 45 კმ-ში არსებულ მონტე ფაიტოს საბაგირო გზაზე ავარია მოხდა.

მონტე ფაიტოს საბაგირო გზის ფოლადის ბაგირის გაწყვეტის შედეგად, მთაზე არსებულ სადგურთან ახლოს, საბაგირო ვაგონი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაგონში 4 მგზავრიდან და ოპერატორიდან სამი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაშავდა, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

უაღრესად ცუდი ამინდის გამო შუადღიდან მომუშავე მაშველებს უჭირთ შემთხვევის ადგილთან მიახლოება. საბაგიროს სადგური, შესაძლოა ძლიერი ნისლის გამო, არ ჩანს, რადიოკავშირის დამყარება კი ვერ ხერხდება.