იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულს შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.

მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, დანაშაულის მოტივის დადგენისთის.

ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.