იტალია ტურისტულ სეზონს 2 ივნისს გახსნის

1618239344
იტალიის ხელისუფლება ემზადება საერთაშორისო ტურიზმის გასახსნელად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. გეგმების თანახმად, ქვეყანა ტურისტებისთვის ღია იქნება რესპუბლიკის დღეს, რომელიც 2 ივნისს აღინიშნება.
როგორც იტალიის ტურიზმის მინისტრმა მასიმო გარავაგლიამ განაცხადა, მთავრობა განიხილავს უცხოელი სტუმრების მისაღებად სამ მთავარ პირობას: მოგზაურებმა ან სრულად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ და ჰქონდეთ შესაბამისი სერთიფიკატები, ან წარმოადგინონ COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგი. გარდა ამისა, პოპულარული ტურისტული მიმართულებების მაცხოვრებლები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული.
იტალიაში, 30 აპრილამდე შეზღუდულია საზღვარგარეთ მოქალაქეების მოგზაურობა, ევროკავშირიდან ჩამოსვლისას ხუთდღიანი კარანტინი და PCR ტესტირება არის დაწესებული. მათთვის, ვინც სხვა ქვეყნებიდან ჩადიან, საკარანტინო პერიოდი არის 14 დღე