ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩეხეთი პირველად რუსეთის ნავთობის მიწოდებისგან სრულად დამოუკიდებელი გახდა.

"დაახლოებით 60 წლის შემდეგ, ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე ნავთობზე დასრულდა", - თქვა პეტრ ფიალამ

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა დასავლეთიდან მიმავალი TAL ნავთობსადენის სიმძლავრეების მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ.

"ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ფიალას ცნობით, ამ მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობები უკვე მივიდა ჩეხეთის რესპუბლიკის ნავთობის ცენტრალურ საცავში.