ისრაელში ქნესეთის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ სადავო კანონპროექტის მიღებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

დემონსტრანტებმა გამთენიისას თელ-ავივის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 22 მონაწილე.

კენჭისყრაში ისრაელის პარლამენტის მხოლოდ უმრავლესობა მონაწილეობდა. ფაქტს სამწუხარო უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსენსუსისკენ მოუწოდა.