ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა.
ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.
6-დღიანი ჰუმანიტარული ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან გათავისუფლდა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზას სექტორში 240-მდე მძევალი იყო.