ისრაელის პრემიერ–მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას მიესალმება.
როგორც ნეთანიაჰუს ოფისი იტყობინება, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობა მისასალმებელი იქნებოდა ღაზიდან დღეში 10 მძევლის შემდგომი გათავისუფლების სანაცვლოდ".
მისივე თქმით, როცა ზავის მოქმედების პერიოდი ამოიწურება, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს "ჰამასის" ლიკვიდაციამდე".
26 ნოემბერს ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორში ისრაელის ჯარები მოინახულა და მან პირობა დადო, რომ "ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე".
"ჩვენ არაფერი შეგვაჩერებს", – მიმართა მან ჯარისკაცებს.