ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირიმ იერუსალიმში, ალ აქსას მეჩეთი მოინახულა და ილოცა.
როგორც მედია წერს, მინისტრმა ამ ქმედებით დაარღვია მეჩეთის სტატუს კვო, რამაც მუსლიმების უკმაყოფილება გამოიწვია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან არ შეცვლილა სტატუს კვოს შეთანხმება.
ამ ადგილას ლოცვა არღვევს დიდი ხნის შეთანხმებას, რომელიც ებრაელებს საშუალებას აძლევს, ეწვიონ ამ ადგილს, მაგრამ არ ილოცონ. რაც შეეხება სტატუს კვოს შეთანხმებას, ის ისრაელსა და იორდანიას შორის მას შემდეგ დაიდო, რაც 1967 წელს ისრაელმა იერუსალიმი დაიკავა. შეთანხმების მიხედვით, ყველას შეუძლია, ეწვიოს ადგილს, თუმცა მეჩეთში ლოცვა მხოლოდ მუსლიმებს შეუძლიათ.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ალ აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე აქამდეც ყოფილა, თუმცა არ ულოცია.
თარგმანი: პირველი არხი