ისრაელის არმიამ განაცხადა "ჰამასის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თარვატ მუჰამედ აჰმედ ალბეკის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც იმალებოდა ყოფილი სკოლის შენობაში მოქმედ სამეთაურო ცენტრში.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ალბეკი მუშაობდა სამეთაურო და საკონტროლო ცენტრში, რომელიც მდებარეობს ღაზის სექტორში, დურაი ტაფაში, "მუსა იბნ ნუსაირას" სკოლაში, რომელსაც ჰამასი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ "ჰამასის" "უსაფრთხოების დირექტორატი" პასუხისმგებელია დაზვერვის შეფასებებზე, რომლებიც ხელს უწყობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე ჯგუფის მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას და მათი დამალვის ადგილების უზრუნველყოფას.
"ალბეკი იყო ცენტრალური ფიგურა უსაფრთხოების მექანიზმში და მნიშვნელოვანი როლს თამაშობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
სამხედრო უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეტევის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა მიიღეს ღონისძიებები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად - თავდასხმის დროს გამოიყენეს ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა, და დამატებითი დაზვერვა.