ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასულ ღამეს მათ ღაზის სექტორიდან ისრაელში შეღწევის მცდელობისას, ორი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ინფორმაციით, რომ დრონით შეტევის დროს გაანადგურეს ტერორისტები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შეჭრას ლიბანიდან ცდილობდნენ. თუმცა, Iდეტალებზე არ საუბრობენ

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

პ.ს.  ფოტოზე აღბეჭდილია ღაზა  -  2023 წლის 13 ოქტომბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ. (Atia Mohammed/Flash90)