ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად და არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა ისრაელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკაში ვიზიტის დროს კალასმა ისრაელი სამხრეთ აფრიკაში არსებული რასისტული აპარტეიდის რეჟიმს შეადარა.

"მადლობას ვუხდი მრავალ ევროპელ საჯარო მოხელეს, რომლებმაც ეს სერიოზული განცხადებები დაგმეს. თუმცა, ამ დრომდე კალასს არც უარყოფა, არც განმარტება და არც სინანული გამოუხატავს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ ვითარებაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ყველანაირი კონტაქტი კაია კალასთან, ვიდრე იგი "არ გაიწვევს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც გააკეთა ერთადერთი ებრაული სახელმწიფოსა და ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიის წინააღმდეგ".

"სწორედ ასე ვიქცევი",  განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოცემა Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნული შედარება გასულ თვეში მექსიკაში, მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს გააკეთა.